სიახლე
„მატყუარა კაცების პარლამენტი“ - ქალმა დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე ბანერი გადმოფინეს
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.

პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ დარბაზში გადმოფინეს ბანერი წარწერით „მატყუარა კაცების პარლამენტი“.

სხდომის წამყვანმა გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მიმართა დაბრუნებულიყვნენ დარბაზში.

„ეგეთი შემთხვევა არ მქონია, არ ვიცი რა გავაკეთო, ქალბატონებო, დაამაგრეთ და ჩამობრძანდით დარბაზში, “- მიმართა მათ გიორგი ვოლსკიმ.

2021 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული (პროპორციული) სიების შედგენის წესი.

ცვლილების თანახმად: პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება 2028 წლამდე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა არჩევნებისთვის ისე შეადგინოს პარტიული სია, რომ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

ამჟამად, კანონის მოქმედი რედაქციით სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია