სიახლე
30%-ზე მეტი თუ ავიცრებით, შეიძლება ბევრი რეკომენდაციის მოხსნა – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში 30%-ზე მეტი ადამიანი ორივე დოზით აიცრება შესაძლებელი იქნება “ბევრი რეკომენდაციის მოხსნა”. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულება ორ მიზეზთან არის დაკავშირებული, მათ შორის ახალი შტამების წარმოქმნა და ცირკულირება და ზაფხულის პერიოდში რეკომენდაციების და შეზღუდვების შემსუბუქება.

“ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებ, ორი მიდგომაა, თუ ვიქნებით 30%-ზე მეტი აცრილი ორჯერადად იქ სერიოზულად შეიძლება ბევრი რეკომენდაციის მოხსნა. დღეს 18 წლის ზემოთ სამიზნე პოპულაციის 8%-ია აცრილი და მოსახლეობის 3.7%”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში რამდენიმეთვიანი მკაცრი შეზრუდვები გასულ თვეში შემსუბუქდა, მათ შორის მოიხსნა “კომენდანტის საათი” და ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა. ამჟამად ძირითად შეზღუდვებს შორის რჩება დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება და რესტორნებსა და კაფე-ბარებისთვის განსაზღვრული სამუშაო დროები.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია