წერეთელის სპორტული დარბაზის პროექტირებაში მერია 59 322 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ წერეთელში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაში 59`322 ლარის გადახდას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სპორტული დანიშნულების დარბაზი უნდა დამუშავდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა იყოს მრავალფუნქციური დანიშნულების, (მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, ფრენბურთი და ა.შ.)

„შენობა სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალების და ნაკეთობების შერჩევა უნდა განხორციელდესდამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე; მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება; გამოყენებული მასალები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა; ტერიტორიაზეარსებული მწვანე ნარგავების მოჭრის ან/და გადარგვის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული ნებართვა; საპროექტო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს საპარკინგე სივრცე;“ - წერია დოკუმენტაციაში.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 22-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება საპროექტო მომსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები