კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა.

ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თქვენ უკვე ნახეთ რეაქცია ბრიუსელიდან. ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც იცით, განსაზღვრავს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენ წინააღმდეგ. ამ მიზეზით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რათა პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი“, - განაცხადა ჰარცელმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები