“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება - ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს
ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შპს ENKA Renewables-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის HEPP პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ,“
- ნათქვამა განცხადებაში.

კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში,“ -
ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვეა უწყვეტად აპროტესტებს. ამ საკითხზე რიონის ხეობაში არაერთი აქცია გაიმართა. თავდაპირველად აქტივისტები ჰესის მშენებლობას სოფელი ნამოხვანიდან აპროტესტებდნენ, მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. მათი პოზიცია იყო, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო. მოგვიანებით მათ აქციები გამართეს თბილისშიც.

რაც შეეხება ზოგადადა ნამახვანჰესის მშენებლობას, თურქულს კომპანიას 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ჰესების კასკადი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია