ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა

სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის და კანონის უზენაესობის ფონდთან ერთად გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს საქართველოში: ახალგაზრდები პლურალიზმისა და დემოკრატიისათვის.



პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერება დემოკრატიული პროცესების, მრავალფეროვნების ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. პროექტის ქვემო ქართლის საინციატივო ჯგუფი აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე „სამოქალაქო პასუხისმგებლობა“. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებისთვის თვითგამოხატვისშესაძლებლობის შექმნა და მათი ჩართულობის გაზრდის მხარდაჭერა ადგილობრივი განვითარების პროცესში.

კრიტერიუმები:
შრიფტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 12
ინტერვალი: 1.5
მოცულობა: არანაკლებ 500 სიტყვისა


პრიზი
კონკურსის ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელიც მიღებენ:
I ადგილზე გასული კონკურსანტი – 150 ლარი
II ადგილზე გასული კონკურსანტი – 100 ლარი
III ადგილზე გასული კონკურსანტი – 50 ლარი


მონაწილეობის პირობები:
18-35 წლის ეთნიკური აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან
ესეების მიღების ბოლო ვადაა:
2021 წლის 10 ოქტომბერი

მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია, გვარ-სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, უნდა გადააგზავნოს შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები