ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - ხულიგანი, უინტელექტო, ნაძირალა!
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პროვოკატორი და ხულიგანი უწოდა. „ეს არის როგორ აწყობენ პროვოკაციებს. პროვოკატორი! ხულიგანი, უინტელექტო! შენ ნაძირალა!“,- მიმართა კობახიძემ მელიას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები