რუსთავის ბავშვთა კლინიკაში კოვიდით 6 ბავშვია მოთავსებული
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი მკურნალობს.

მათ შორის ყველაზე პატარა 7 წლის და, ხოლო ყველაზე დიდი 14 წლისაა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

აბულაშვილის ინფორმაციითვე, გასულ დღის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში 40 კოვიდტესტი გაკეთდა, საიდანაც 3 მცირეწლოვანს ვირუსი დაუდასტურდა. აბულაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა შემცირების ტენდენცია, როგორც მომართვიანობის, ასევე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები