აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ სარჩელი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა
აზერბაიჯანმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს სომხეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევის გამო მიმართა. ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"განმცხადებლის განცხადებით, სომხეთი მონაწილეობდა და აგრძელებს აზერბაიჯანელების მიმართ მათი ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციული ქმედებების სერიას აგრძელებს. მომჩივანი ამტკიცებს, რომ სომხეთი, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით, აგრძელებს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას და აღძრავს სიძულვილს და ეთნიკურ ძალადობას აზერბაიჯანელების მიმართ, იყენებს სიძულვილის ენას და ავრცელებს რასისტულ პროპაგანდას, მათ შორის მისი მთავრობის უმაღლეს დონეზე”, - აღნიშნულია განცხადებაში

დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე დასძენს, რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში პრეტენზიების დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების მცდელობა ჩირში შევიდა. ამიტომ, აზერბაიჯანი სთხოვს საერთაშორისო სასამართლოს, დააკისროს სომხეთს პასუხისმგებლობა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისათვის და აანაზღაუროს ქვეყანა და მისი ხალხი ამით მიყენებული ზარალისთვის.

”შუამდგომლობის მიზანია, აიძულოს სომხეთი, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები კონვენციის ფარგლებში და დაიცვას აზერბაიჯანელები გამოუსწორებელი ზიანისგან, რომელიც გამოწვეულია სომხეთის უწყვეტი ქცევით, სანამ საერთაშორისო სასამართლო მიიღებს არსებით გადაწყვეტილებას. ამრიგად, აზერბაიჯანი სთხოვს, სასამართლოს სასწრაფოდ მიიღოს გარკვეული დროებითი ზომები“, - ნათქვამია პრესრელიზში.


წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია