რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს
"ტოიოტასა" და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს დაშავდა ერთ-ერთი მგზავრი, რომელსაც სასწრაფო
დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის
ეკიპაჟიც.