საქართველოში სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე, იუგენი სუშენკო, არ შემოუშვეს. ისინი თბილისში კიევიდან უკრაინელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, დიმიტრი გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

ქვეყანაში არ შემოუშვეს არც თავად ჟურნალისტი გორდონი და მისი მეუღღლე, ალისია ბაცმანი.

"ველოდებით და არ გვიშვებენ. სასაზღვრო კონტროლზე ვართ. არაფერს გვეუბნებიან ამბობენ რომ სისტემური შეფერხებაა. ნახევარ საათზე მეტია არ გვიშვებენ. მე გორდონის მთავარი რედაქტორი ვარ და დიმიტრი გორდონთან ერთად ვიმყოფები აქ და არ გვიშვებენ. არც არაფერს მეუბნებიან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი არგუმენტი და დასაბუთება, თუ რატომ ახდენენ ჩვენს დეპორტაციას" - ამბობს ალისია ბაცმანი.

დიმიტრი გორდონის განცხადებით, მათ განუმარტეს, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზს მათ 10 დღის ვადაში, საელჩოს მეშვეობით აცნობებენ.

"მე არასოდეს მინახავს ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება, არასოდეს არსაიდან გავუძევებივარ. მე ვწუხვარ რომ არ მაქვს საშუალება, ჩემს საყვარელ საქართველოში შემოვიდე და ჩავეხუტო ჩემს საყვარელ ქართველებს. ეს დიდი საერთაშორისო სკანდალია და ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას აკეთებს. მე ახლა ვაპირებ, ჩავჯდე თვითმფრინავში და დავბრუნდე უკან, მაგრამ როგორც კი მე უკრაინაში ჩავალ, აქ მომხდარის შესახებ გაიგებს მთელი მსოფლიო. საკითხზე უკვე ინფორმირებულია პრეზიდენტი ზელენსკი" - განაცხადა დიმიტრო გორდონმა.

ცნობილია, რომ უკრაინიდან სულ 6 ადამიანი ჩამოვიდა, მათგან თბილისში მხოლოდ ორი - რადას დეპუტატები იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი შემოუშვეს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები