მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე - ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესს ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტები, მათ შორის საბაგირო, - ყველა ჩამოთვლილ ობიექტზე, 2021 წლის 1 დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეხვალთ.

მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდპასპორტის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება. ასევე შეტყობინებაში განმარტებულია, რომ 18 წლამდე მოქალაქეებს "მწვანე პასპორტს" არ მოსთხოვენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები