COVID-19 ყველაზე მეტად მამაკაცებიდან ვრცელდება
მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ს მამაკაცები უფრო ხშირად ავრცელებენ, ვიდრე ქალები და ბავშვები. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Futurism წერს.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ხმამაღალი სიმღერა უფრო მეტად უწყობს ხელს კორონავირუსის ნაწილაკების გაფანტვას, ვიდრე ხმამაღალი საუბარი.

გამოცემის თანახმად, კვლევის მიზანი იყო, საშემსრულებლო ხელოვნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე კოვიდის გადაცემა შეეფასებინათ

მეცნიერებმა კვლევის 75 მონაწილის მიერ გამოყოფილი ნაწილაკების რაოდენობა გაზომეს და აღმოაჩინეს, რომ მამრობითი სქესის სუბიექტები ასხივებდნენ ბევრად მეტ ნაწილაკებს, ვიდრე ქალები ან ბავშვები.

ეს ძალიან მარტივად აიხსნება - ზრდასრულ მამაკაცებს უფრო დიდი ფილტვები აქვთ ვიდრე ქალებს ან ბავშვებს.

მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ან მღერიან უფრო მაღალ ხმაზე, უფრო მეტ ნაწილაკს ავრცელებენ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია