რას მიიღებს საქართველო არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისგან - East-Fruit
საქართველოს მთავრობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. პორტალ East-Fruit-ის შეფასებით, კენკრის, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის ქართველი მწარმოებლები სარგებელს ნახავენ ახალი შესაძლებლობებიდან, რომლებიც მათთვის ტარიფების გაუქმების შედეგად გაჩნდება.

დივერსიფიკაციისკენ სწრაფვისა და ერთ სულ მოსახლეზე 43 000 დოლარის (2019) მშპ-ს გამო, არაბეთის გაერთიანებული საემიროები ახლო აღმოსავლეთში მეტად მიმზიდველი და მზარდი ბაზარია, რომელსაც მაღალი მსყიდველობითი უნარი აქვს. ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში იზრდებოდა და მთლიანობაში, წელიწადში, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარს მიაღწია. თუმცა 2020 წელს, პანდემიის გამო, იმპორტმა ოდნავ მოიკლო.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization-WTO) წევრების, მათ შორის საქართველოსთვის საემიროებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, საშუალოდ 6%-ით იბეგრება. დაბალი ტარიფისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნილების მიუხედავად, EastFruit-ის მონაცემებით, საქართველო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტს არც თუ ისე დიდი რაოდენობით ახორციელებდა. გასული 8 წლის განმავლობაში ქართული ხილის, თხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მხოლოდ 3,2 მლნ დოლარი შეადგინა. წლიურმა ექსპორტმა პიკს 2021 წელს, 1,1 მლნ დოლარს მიაღწია, ამ თანხიდან 72% თხილის გულისა და ახალი მოცვის ექსპორტს უკავია. იმპორტს ძვირად ღირებული საავიაციო ლოგისტიკა და საემიროების ბაზრის სტანდარტებთან შედარებით, პროდუქციის არაადეკვატური ხარისხი აფერხებს.

თუმცა გასულ წელს ყატარში სუფრის ყურძნის სახმელეთო გზით ექსპორტის პირველი მცდელობა დაფიქსირდა, როცა ხილი მაცივარი-კონტეინერით აზერბაიჯანისა და ირანის გავლით გადაიტანეს. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახლადგახსნილი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან აკავშირებს.

2013-დან 2019 წლამდე საემიროებში იმპორტის მოცულობის საშუალოწლიანი ზრდა ასეთია:

· ნაჭუჭიანი კაკალი - 19%
· თხილის გული - 12%
· ტკბილი კარტოფილი - 9%
· ნიგოზი - 7%
· ხურმა - 7%
· მანდარინი - 5%
· კენკრა - 5%

2020 წელს საქართველომ საემიროებში შეიტანა:

· ნაჭუჭიანი კაკალი - 32 824 ტონა
· თხილის გული - 511 ტონა
· ნიგოზი - 6,826 ტონა
· ხურმა - 3,245 ტონა
· მანდარინი - 45 906 ტონა
· კენკრა - 1 284 ტონა

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები