რადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრისკენ მოუწოდებს
უკრაინის უმაღლესმა რადამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განსაზღვრონ, - ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს.

გამოცემის ცნობით გადაწყვეტილებას მხარი 282-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, უცხო ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და მოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებებს და ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის კონკრეტული ვადების განსაზღვრას“,
- ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

უმაღლეს რადაში აცხადებენ, რომ ნატო-ში გაწევრიანების კურსი უკრაინის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. განცხადების ავტორები მიუთითებენ უახლეს სოციოლოგიურ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც დადასტურდა 2021 წელს ბრიუსელის ნატოს სამიტზე, ითვალისწინებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები