ბოკერიას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით
ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაზრდილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე
კორონავირუსით ინფიცირებული 29 ორსული მკურნალობს.
„ამ ეტაპზე, სამეანო განყოფილებაში 29 პაციენტია, 2 კი
რეანიმაციაში. მომართვიანობა ძალიან არის გაზრდილი - კატასტროფულად.
ამ 1 კვირაში ძალიან გაიზარდა“, - აღნიშნავენ ბოკერიას
კლინიკაში.