ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაცია და აქტივობები განახორციელეს — სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის აქტივობები განახორციელეს.

სუს-ის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის, ასევე სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე მათ მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.

სუს აცხადებს, რომ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც ოკუპანტების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია