ყავის იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა - ქვეყნები, საიდანაც პროდუქტს ვყიდულობთ
ყავის იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ჩანს, მიმდინარე წელს ქვეყანაში 2 338 ტონა (7,888 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლების ანალოგიურ პერიოდთან (იანვარ-აპრილი) შედარებით, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

წინა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2021 – 1 723 ტონა (4,636 მლნ აშშ დოლარი)
  • 2020 – 2 223 ტონა (5,484 მლნ აშშ დოლარი)
  • 2019 – 2 181 ტონა (5,437 მლნ აშშ დოლარი)
  • 2018 – 1 719 ტონა (5,070 მლნ აშშ დოლარი)
  • 2017 – 1 783 ტონა (5,046 მლნ აშშ დოლარი)
  • 2016 – 1 483 ტონა (3,720 მლნ აშშ დოლარი)
  • 2015 – 1 945 ტონა (5,146 მლნ აშშ დოლარი
  • 2014 – 1 561 ტონა (4,190 მლნ აშშ დოლარი)
ა.შ.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2022 წლის 4 თვეში საქართველომ ყავა ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა, ათეული ასე გამოიყურება:

  • ინდონეზია - 1 385 ტონა (3,434 მლნ აშშ დოლარი)
  • ვიეტნამი - 287.9 ტონა (711 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 190.3 ტონა (870 ათასი აშშ დოლარი)
  • გერმანია - 119.4 ტონა (765.2 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 94 ტონა (301.3 ათასი აშშ დოლარი)
  • იტალია - 72.6 ტონა (786.4 ათასი აშშ დოლარი)
  • შვეიცარია - 59.9 ტონა (201.1 ათასი აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 37.8 ტონა (278.7 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 20.2 ტონა (105.8 ათასი აშშ დოლარი)
  • საბერძნეთი - 19.2 ტონა (55.2 ათასი აშშ დოლარი)
    წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები