რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრემიერზე - ჩემთვის აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც მიცოტაკისია, მე მას არ შევხვდები
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისთვის აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისია.

„ჩვენ შევთანხმდით, არ ჩავრიოთ მესამე ქვეყნები ჩვენს დავაში. ამის მიუხედავად, გასულ კვირას მან აშშ-ში ვიზიტის დროს ილაპარაკა ყველაფერი, რისი ლაპარაკიც შეიძლებოდა თურქეთის წინააღმდეგ და მათ მოუწოდა, თურქეთს F-16-ები არ მიჰყიდონ. წელს ჩვენ ვგეგმავდით სტრატეგიული საბჭოს სხდომის გამართვას, მაგრამ ჩემთვის აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც მიცოტაკისია, მე მას არ შევხვდები“,
- განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ F-16 ტიპის თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიცოტაკისის სიტყვებზე დაყრდნობით არ მიიღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები