ფაშინიანის მოწინააღმდეგეები ერევანში სამთავრობო შენობების ბლოკირებას ცდილობენ
პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოსულმა ოპოზიციის მხარდამჭერებმა ერევანში საპრეზიდენტო სასახლის ყველა შესასვლელი გადაკეტეს.

როგორც გამოცემა azatutyun.am წერს, დემონსტრანტებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ შენობისკენ მიახლოებას, სადაც პოლიციის კორდონი დახვდათ.

ოფიციალური ცნობით, სომხეთის პრეზიდენტი ვააგნ ხაჩატრიანი 21 მაისიდან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში იმყოფება.

აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტის შენობასთანაც მივიდნენ, სადაც ასევე დახვდათ პოლიციის კორდონი.

იქამადე აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელები გადაკეტეს.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციები, რომელიც პირველ მაისს დაწყო, გრძელდება. ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციები მას შემდეგ დააანონსა, როდესაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან მოითხოვს თამასის დაწევას ყარაბაღის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მტკიცებით, ფაშინიანის მთავრობა გეგმავს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს და, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფაშინიანის გადაყენების გზით ხელისუფლების განზრახვას ხელი შეუშალონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია