მცხეთასთან მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია