საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის
მონაცემებით,
თუ გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 596,922
მლნ აშშ დოლარი იყო, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 764,198 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რუსეთში
210,266 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ
პერიოდში 202,718 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთისგან
553,931 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდში კი - 394,203 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტს, რომელიც რუსეთიდან
2022 წლის 5 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 124,281 მლნ აშშ
დოლარი
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა -
38,922 მლნ აშშ დოლარი
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან
ტორფისაგან, ნახშირი რეტორტის - 22,772 მლნ აშშ დოლარი
- ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის - 22,446 მლნ აშშ
დოლარი
- მარგარინი - 22,344 მლნ აშშ დოლარი
- ელექტროენერგია - 14,830 მლნ აშშ დოლარი
- ხორბალი და მესლინი - 12,696 მლნ აშშ
დოლარი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების
გარეშე - 11,802 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა,
ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 10,423 მლნ აშშ
დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები
- 10,334 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან
რუსეთში გავიდა:
- ფეროშენადნობები - 79,355 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 46,103 მლნ აშშ
დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 16,980 მლნ აშშ
დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით
80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 9,876 მლნ აშშ
დოლარი
- წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის
დანამატების შემცველობით - 8,808 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 7,407 მლნ აშშ
დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი
შემცვლელებისგან - 6,096 მლნ აშშ დოლარი
- ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - 5,089 მლნ აშშ
დოლარი
- ელექტრული წყალგამახურებლები - 3,726 მლნ აშშ
დოლარი
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 2,902 მლნ აშშ
დოლარი