პომიდორი - 46%-ით, კარტოფილი - 47%-ით, პური - 36%-ით - საკვები პროდუქტები, რომელიც 2022 წლის ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა
ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8%-ი შეადგინა - სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 21.8%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ქლიავი - 119.7%-ით
  • ყურძენი - 89%-ით
  • მწვანე ლობიო - 73.3%-ით
  • ატამი - 69%-ით
  • საზამთრო - 59.6%-ით
  • სიმინდის ფქვილი - 54.1%-ით
  • კარტოფილი - 47%-ით
  • პომიდორი - 46.3%-ით
  • ბადრიჯანი - 42.8%-ით
  • ხახვი - 39.6%-ით

გაძვირებული პროდუქტების ათეულში არ მოხვდა, თუმცა, 36.2%-ით გაიზარდა პურის ფასი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები