გერმანიის ელჩის პოსტზე ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. გერმანელი დიპლომატი ფიშერი ამის შესახებ ტვიტერზე თავად წერს.

ფიშერის თქმით, ის საქართველოში მუშაობას აგვისტოდან დაიწყებს.


ფიშერი კარიერული დიპლომატია. ის საქართველომდე გერმანიის ელჩად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდა.

ჰუბერტ ქნირში საქართველოში ელჩად 2018 წლის სექტემბერიდან მუშაობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები