რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ის
წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი
ვაშინგტონის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ჩინეთი
გააღიზიანოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ
ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას
ნიშნავს“, - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2 აგვისტოს
ტაივანს ეწვია. აღნიშნულ ვიზიტს პეკინის მხრიდან, ტაივანთან არსებული
კონფლიქტის ფონზე, მწვავე რეაქცია მოჰყვა.