საქართველოში, ფქვილის იმპორტი კვლავ იზრდება. ზრდა არა მხოლოდ გასულ
თვეებთან,
გასულ წელთან შედარებითაც ფიქსირდება.
მთავარი იმპორტიორი კვალვ რუსეთია. ჯამურად ქვეყანამ 119,376 ტონა
45.2 მლნ აშშ დოლარის ფქვილი შეისყიდა.
აქედან, საქართველომ რუსეთისგან 2022 წლის იანვარ-აგვისტორში, 118 110
ტონა 44 431 ათასი აშშ დოლარის ფქვილი იყიდა. 2021 წლის ანალოგიურ
პერიოდში კი, 12 008 ტონა 3 459 ათსი აშშ დოლარის ხორბლისა და ჭვავის
ფქვილი.
რას შეეხება სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, 8 თვის სტატისტიკა ასე
გამოიყურება:
- თურქეთი - 499.35 ათასი აშშ დოლარის 723
ტონა
- ყაზახეთი - 92.22 ათასი აშშ დოლარის 248
ტონა
- იტალია - 106.21 ათასი აშშ დოლარის 101.5
ტონა
- უკრაინა -39.7 ათასი აშშ დოლარის 87.3 ტონა
- ლიეტუვა - 39.5 ათასი აშშ დოლარის 57.5
ტონა
- ავსტრია - 32.7 ათასი აშშ დოლარის 40.5
ტონა
- საფრანგეთი - 10.2 ათასი აშშ დოლარის 8
ტონა
აღსანიშნავია, რომ პარალელურად იზრდება ხორბლის იმპორტიც.
ცნობისათვის, 2022 წელს, ფქვილის იმპორტის მასშტაბური ზრდა რუსესეთის
მიერ, ხორბალზე დაწესებულმა საბაჟო გადასახადმა გამოიწვია.