საქართველოში მსესხებლების 11,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.
„კრედიტინფოს“ 2022 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან
3 წლამდე ვადაგადაცილება, 215 909 მსესხებელს უფიქსირდება,
კონტრაქტების რაოდენობა კი 412 043 -ს შეადგენს.
საერთო ჯამში, სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო
სექტორის ვალი 1 895 529 ადამიანს აქვს, ჯამში 35 335 692 740 ლარის
მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,5% საბანკო სექტორზე მოდის,
კერძოდ, სექტემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან ლარის მოცულობის კრედიტი
სულ 1 600 991 მსესხებელს აქვს აღებული.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 694 618
ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 774 443 297 ლარს
შეადგენს. კიდევ 22 469 ადამიანს კი, ჯამში, 440 204 430 ლარის სესხი
აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.