რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ფინეთში
თბილისში ქართულ-ფინური ბიზნეს-ფორუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ფინელი და ქართველი დიპლომატები, ქართულ-ფინური ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს სკანდინავიის ამ ქვეყანასთან. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 17.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი 16.6 მლნ აშშ დოლარი იმპორტია და მხოლოდ 771 ათასი დოლარია ექსპორტი.

Top-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში შემოვიდა:
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები, რძის პასტები - 2. 17 მილიონი აშშ დოლარი (394 ტონა)
  • მინერალური სასუქები - 1. 88 მილიონი დოლარი (2 160 ტონა)
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1. 23 მილიონი დოლარი (387 ტონა)
  • მობილური ტელეფონები - 1.18 მილიონი დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 1 მილიონი დოლარი (190 ტონა)
Top-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ფინეთში გავიდა:

  • ტომრები და შესაფუთი პაკეტები - 252.8 ათასი დოლარი (80.6 ტონა)
  • თიხა - 250 ათასი დოლარი ( 1 890. ტონა)
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 103 ათასი დოლარი (19.8 ტონა)
  • ამწეების და საბურღების ნაწილები - 68 ათასი დოლარი
  • ნათურები და მილაკები ელექტრული თერმოკათოდითი - 32 ათასი დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები