ერთ კვარტალში, საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების
რაოდენობა 123-და 119-ამდე შემცირდა.
2022 წლის III კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და
ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 % მდებარეობს ქვემო
ქართლის რეგიონში, 16.8 % - კახეთის რეგიონში, 14.3 პროცენტი -
იმერეთის რეგიონში, 13.4 % - შიდა ქართლის რეგიონში, 10.9 %-
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.1 % - სხვა რეგიონებშია
განთავსებული.
უწყების ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III
კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც
44.2 % - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 43.1 % - ღორი, ხოლო 11.1
პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს
ფრინველს) 1.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 978.7 ათასი
ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2022 წლის III კვარტალში
13.2 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა,
ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.5 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის ხორცზე, 40.0 % - ფრინველის ხორცზე, 18.0 პროცენტი - ღორის
ხორცზე, 1.5 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს
უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.8
ათას პირს, საიდანაც 32.2 % შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები)
სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო
თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე
მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
დაკვლის საფასური - 32.6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური -
14.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 27.5 ლარი.
ინფომრაციისთვის, 2021 წლის ანალოგიორ პერიოდში საქართველოში 108
ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.