ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ
პუნქტებში "სარფი" და "წითელი ხიდი",
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის
ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე
კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს
(საერთო წონა - 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16
100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.