ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე იანვარ-ოქტომბერში ტვირთის
გადაზიდვებმა 540 000 ტონა შეადგინა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე როვშან
რუსტამოვმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.
მისი თქმით, გადაზიდვები, 2021 წელთან შედარებით, 26,2%-ით, ანუ 112
000 ტონით გაიზარდა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა მონაწილე ქვეყნებს დიდი
შესაძლებლობები, მათ შორის ევროპულ სივრცესთან წვდომა გაუხსნა და დღეს
ის დასავლეთის მარშრუტზე უზარმაზარ პოტენციალს ქმნის,“
- აცხადებს რუსტამოვი.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინნიგზო მაგისტრალის პირველი ხაზის
ექსპლუატაცია 2017 წელს დაიწყო. დღეისათვის ამ მარშრუტის სიგრძე 850
კილომეტრია.