მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი
ცეცხლი წაუკიდა, ხოლო ფაქტის დროს თავადაც დაშავდა, ამ დრომდე
კლინიკაში რჩება.
ლეონიდე ზვიადაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის 70% აქვს დამწვარი და მართვით
სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ოჯახის მოთხოვნით, მამაკაცი თერჯოლის კლინიკიდან ქუთაისში, დამწვრობის
ცენტრში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში გუშინ
მოხდა. ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა,
შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად
დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.