ტოპ-4 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის მე-3 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა და რომელი ქვეყნიდან არის მოთხოვნა მაღალი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 307 იყო, ჯამში მიმდინარე წლის სამ კვარტალში კი ეს რიცხვი - 1 111-ს შეადგენდა. ეს კი გასული მთლიანი წლის მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, გასულ 2021 წელს ჯამში, 743 განაცხადი იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 455 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.

ტოპ-4 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებმაც 2022 წლის 1-ელ 3 კვარტალში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს, ასე გამოიყურება:

უკრაინა - 455 მოქალაქე;
თურქეთი - 146 მოქალაქე;
ირანი - 123 მოქალაქე;
რუსეთი - 85 მოქალაქე.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები