„თაიმმა“ ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა
ამერიკულმა გამოცემა „თაიმმა“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.

„ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სულისკვეთება“, – ვკითხულობთ ჟურნალის გარეკანზე, რომელსაც პრეზიდენტის ფოტო აქვს დართული.

„ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სულისკვეთება „თაიმის“ წლის ადამიანად დასახელდნენ, რადგან დაამტკიცეს, რომ სიმამაცე, ისევე როგორც შიში, შეიძლება იყოს გადამდები. იმისთვის, რომ გააერთიანეს ერები და სახელმწიფოები უკრაინის თავისუფლების დასაცავად, რომ შეახსენეს მსოფლიოს დემოკრატიისა და მშვიდობის სიმყიფე“, – ვკითხულობთ განმარტებაში.

ასევე, ჟურნალის რედაქცია აღნიშნავს, რომ წელს ყველაზე მარტივი აღმოჩნდა არჩევანის გაკეთება.

„უკრაინა იმედით გვავსებს, ზოგს კი – შიშით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ისე შეაჯანჯღარა, როგორც ვერავინ, უკვე მრავალი ათეული წლის განმავლობაში“, – წერენ რედაქციის თანამშრომლები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები