მარნეულელი მოჭიდავეები ქუთაისში გასამართ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას
16-18 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრში მარნეულში მოქმედი „სპორტული სკოლა ოლიმპის“ მოზარდებიც მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელი ელჩინ მუსტაფაევი აცხადებს. მისი თქმით, შეჯიბრს მათი სკოლიდან 6 სპორტსმენი შეუერთდება. მათგან 3 მოზარდი, 3 კი ბავშვი იქნება.

ჩემპიონატი 2006-2008
წელს და 2009-2011 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარდება.

ტურნირში ქართველ მოჭიდავეებთან ერთად თურქეთის, ირანის, ესტონეთისა და სომხეთის წარმომადგენელი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებულებს დიპლომი, მედალი და თასები გადაეცემათ.

ტურნირი ქუთაისის მერიის მიერაა ორგანიზებული. მისი მიზანი ბერძნული-რომაული ჭიდაობის პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები