„მიშას უნდა რომ, არავითარ დაშლაზე საუბარი არ იყოს“ – ალასანია
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ულოცავს ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარედ არჩევას, ხოლო ნიკა მელიაზე ამბობს, რომ მას დიდ პატივს სცემს.


ალასანია, რომელიც დღეს ექსპრეზიდენტთან კლინიკაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ სააკაშვილს მანამდე არ უსაუბრია მასთან არჩევნებზე.

„არჩევნების პროცესში არანაირად არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს: ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო. მაგრამ ახლა ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ დიდი წარმატებებსო. დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს – ძალა ერთობაშია და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს საუბარი,“
– აცხადებს გიული ალასანია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა 16 477 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები