ახალი აზროვნების ინსტიტუტმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ახალი პროექტი დაიწყო

ახალი აზროვნების ინსტიტუტი „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად ახალ პროექტს იწყებს.



პროექტის მიზანია საქართველოს განათლების სისტემაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული უთანასწორობების შემცირება პოზიტიური პრაქტიკების შექმნისა და ადვოკატირების გზით.

ორგანიზაციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კამრან ეფენდიევმა ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მშობლებთან და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან სპეციალური ტრენინგები ჩაატარეს. 27 იანვარს სოფელ ხულდარაში მშობლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

ეფენდიევი აცხადებს, რომ პროექტში სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ერთად მშობლები და ფსიქოლოგებიც იქნებიან ჩართული. მშობლები ფსიქოლოგებთან ერთად იმუშავებენ და ბავშვების ძირითად საჭიროებებს სიღრმისეულად, ახლოდან, გაიცნობენ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტი ღია საზოგადოების ფონდის მიერ ფინანსდება. პროექტი უკვე დაიწყო. სოფელ ხულდარაში შევკრიბეთ ბავშვები რომლებიც სკოლამდელი ასაკის არიან. სია გვაქვს გამზადებული. გაცნობითი შეხვედრა ჩატარდა. მშობლებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს. რეგიონში ამ ფორმატში 9 თვიან ტრენინგებს ვიწყებთ. მასწავლბელები არიან მობილიზებულნი, მასწავლებლები ახალგაზრდებს ჩაუტარებენ სპეციალურ ტრენინგებს, ფსიქოლოგიც გვყავს. ის მშობლებთან ერთად იმუშავებს და პროცესში მშობლებსაც ჩავრთავთ. ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ერთად შეამოწმებენ. პროცესში მშობლებსაც ვრთავთ, მათაც ჩაუტარდებათ ტრენინგები. მიზანი ისაა რომ განათლების სამინისთროსთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. რა თქმა უნდა, სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ბევრ პროექტში გვავქს ურთიერთობა. ეს პროექტის ერთი ნაწილია. ამ პროექტის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან ვითანამშრომლებთ. სოფლებში საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, ჩვენი მიზანია, რომ სკოლამდელი განათლება განათლების სამინისტრომ თავის თავზე აიღოს და მომავალი წლიდან სკოლებში ამ მიზნის მისაღწევად ახალი კადრები მიიღონ. მასწავლებლები დასაქმდნენ და ეს ერთ წლიანი პროგრამა დაამატონ საკაგვეთილო ბაზაში, რათა პირველნ კლასში მოსწავლეები სკოლაში მომზადებული წავიდნენ."

პროექტის ფარგლებში ბავშვები ორგანიზაციის მიერ, 9 თვიანი საკაგვეთილო პროცესისათვის, საჭირო ინვენტარით იქნებიან უზრუნვეყოფილი. ცენტრში გაკვეთილები სპეციალურად ევროპული სტანდარტების შესაბამის ოთახში ჩატარდება. ოთახი ტექნიკური ინვენტარით არის აღჭურვილი. ეფენდიევი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმის მაჩვენებლია რომ ბავშვები მაღალი დონის ცოდნას მიიღებენ.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები