სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული
მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა
(წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ
ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2
პროცენტით ნაკლები).
მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ
რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი
მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4
პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 პროცენტი იმერეთის
რეგიონზე.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური
საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების,
სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა
და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში
შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი
კომპლექსები.
2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის
(წინა წელთან შედარებით 51.3 პროცენტით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა
წელთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული
ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 36.6
პროცენტი მოდის თბილისზე, 11.8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე,
11.2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – იმერეთის
რეგიონზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში.