დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს
დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შსს-ის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები