რუსეთიდან გასვლის რიგს 2000-მდე უცხოური კომპანია ელოდება
რუსეთიდან გასვლის შესახებ უცხოური კომპანიების, დაახლოებით, 2000 განაცხადი ფედერაციის საგარეო ინვესტიციების სამთავრობო კომისიის დამტკიცებას ელოდება. ინფორმაციას Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, „არამეგობრული“ არარეზიდენტების აქტივების გაყიდვიდან სავალდებულო მოსაკრებლის შესახებ რუსეთის სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილება ასობით დასავლურ კომპანიას შეეხება, რომლებმაც ქვეყნის დატოვება გამოაცხადეს, მაგრამ ჯერ არ გასულან.

დაახლოებით, 1400 უცხოური კომპანიიდან, რომელთაც რუსეთში იურიდიული პირის სტატუსი და წელიწადში, მინიმუმ, 5 მლნ დოლარის შემოსავალი აქვთ, თავისი აქტივები სრულად მხოლოდ 206-მა კომპანიამ გაყიდა. გამოცემა წერს, რომ „ზოგმა უბრალოდ დარჩენა გადაწყვიტა, ბევრმა კი წასვლა სცადა, მაგრამ ხანგრძლივი და დამაბნეველი პროცესის ხაფანგში აღმოჩნდა, რადგან თითოეული გარიგება რუსეთის საგარეო ინვესტიციების სამთავრობო კომისიასთან უნდა იყოს შეთანხმებული.“

ბაზრიდან გასვლის მოლაპარაკების ერთ-ერთმა მონაწილემ Financial Times-ს განუცხადა, რომ სამთავრობო კომისია თვეში სამჯერ იკრიბება და ერთ სხდომაზე არაუმეტეს შვიდ განაცხადს განიხილავს.

ახლახან უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიამ „არამეგობრული“ არარეზიდენტების აქტივების გაყიდვაზე სავალდებულო მოსაკრებელი შემოიღო. შენატანის ოდენობა შეადგენს აქტივის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 10%-ს 90%-ზე მეტი დისკონტით.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები