რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11% იქნება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კვლავ უცვლელი დატოვა რეფინანსირების განაკვეთი. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ისევ 11 პროცენტი იქნება. კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 29 მარტს მიიღო.

  • გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზითაა ახსნილი:
  • ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს;
  • მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალია;
  • არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.

"მაღალი გაურკვევლობისა და რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

რეფინანსირების განაკვეთად 11-პროცენტიან ნიშნულს ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ მაღალი ინფლაციის გამო ინარჩუნებს - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ინფლაციის დონეზე ახდენს გავლენას.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები