15 ივნისიდან Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს
Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული RTVI წერს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, გეგმაშია ხუთი ევროპული ქალაქის - მილანის, პარიზის, ვენას, ლარნაკას და სალონიკის დამატება.

„ვფიქრობ, ამ მარშრუტებზე საკმარისად მაღალი მოთხოვნა იქნება. ფრენები დაიწყება 15 ივნისს“, - განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ აუცილებლად შეინარჩუნებს
საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან.

„საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ეს აღარასოდეს შეწყდეს“,
- განაცხადა გაიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 4-წლიანი პაუზის შემდეგ ავიამიმოსვლის აღდგენის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები