A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა დღეიდან შეუძლიათ
A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

დედაქალაქში A კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზია უკვე 2 თვეა განსხვავებული პრინციპით გაიცემა. 1-ლი აპრილიდან ამ ტიპის ლიცენზიას მხოლოდ ის იღებს, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები