ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბათუმის
საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს
სთავაზობდა,
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა
დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 2 ივნისს ხელვაჩაურში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა.
მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ცნობილია,
მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.