ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ აპირებს სპეცოპერაციის მიზნებზე უარი თქვას
დასავლეთი უკრაინაში თავის აგრესიულ მიზნებზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ ჩვენს მიზნებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე და უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“,
- აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობისას მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა, მათ შორის ის, რომ აუცილებელია საკომუნიკაციო სისტემის აღდგენა და თანამედროვე სადაზვერვო ტექნოლოგიების უფრო ეფექტური გამოყენება.

„სპეცოპერაციამ გამოავლინა პრობლემები, ამდენად, ჩვენ გვჭირდება სერიოზული რესტრუქტურიზაცია საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, დაზვერვის თანამედროვე საშუალებების გაცილებით ეფექტური გამოყენება, ჩვენი ხელოვნური თანამგზავრების შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ზონაში, არამედ გლობალურ დონეზე“, - განაცხადა პუტინმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები