საქართველოს პარლამენტმა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ" საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფასიანი ქაღალდების ფლობის, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, შესაბამისად მომზადებულ ბაზრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვისა და საქართველოს, როგორც ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად სანდო იურისდიქციის, რეპუტაციის ამაღლებისათვის.

„საკანონმდებლო პაკეტი ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გარდა ამისა, კონსულტაციები წარმოებდა ადგილობრივი საფინანსო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებთან.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები