ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი მარნეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო
მარნეულის #1 საჯარო სკოლის ინფორმაციით, გუშინ საღამოს საათებში ბოლნისის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა. ერთ ერთი, მარნეულის ნომერ 1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნაილ აბდულაევია.
სკოლის ადმინისტრაცია უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს და მეგობრებს.


ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 8 იანვარს მოხდა. ბოსტნეულის დახლს შეეჯახა დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა. დაიღუპა ორი მოზარდი, ერთი პირი დაშავდა. ასევე დაშავდნენ ადამიანები რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ. მძღოლი სამართალდამცველების მიერ ადგილზე დააკავეს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები