აგარა-გომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა,
ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით
დაიწყო, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.