"ინოვაცია ქველმოქმედებაში 2024" -ის ჯილდო მარნეულელ მინურა მუსტაფაევას გადაეცა
„იმედის დახმარების ფონდის“ ხელმძღვანელს, მინურა მუსტაფაევას „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მიერ „ინოვაცია ქველმოქმედებაში 2024“ ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია 12 მარტს თბილისში გაიმართა. „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგით მე-8 დაჯილდოების ცერემონიაში 400-ზე მეტი საქმიანი პირი მონაწილეობდა.

10 წელზე მეტია ვაკეთებ საკუთარ ბიზნესს და ქველმოქმედებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ასეთი ჯილდო. მათ ჩემი ქველმოქმედება სოციალურ ქსელებში ნახეს. ამის შემდეგ დამირეკეს. მიმიწვიეს „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ოფისში. ეს შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. 12 მარტს სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" მიმიწვიეს და ჯილდო მომცეს. არ ვიცოდი, რომ ჯილდოს მივიღებდი და ძალიან გამიხარდა“.

მუსტაფაევა თვლის, რომ ეს ჯილდო მისი აქტიურობის გამო მიენიჭა. ამბობს, რომ ქველმოქმედებას ჯილდოსთვის არ აკეთებს. ცდილობს რომ ამით ადამანებს დაეხმაროს.

„როდესაც ჯილდო მომცეს, ძალიან კარგი განცდები დამეუფლა და ემოციური ვიყავი. მე არ ვაკეთებ იმ დახმარებას, რაც აქამდე გამიკეთებია, რომ ვინმემ ჯილდო მომცეს. ეს ჩემი საქმეა. ჯილდო კი ჩვენი წარმატებაა. ღონისძიებაში 400-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობდა. ძალიან ბედნიერი ვარ არა იმიტომ, რომ იქ ჩემი სახელი ახსენეს და ჯილდო მომცეს, არამედ იმიტომ, რომ იმ სცენაზე აზერბაიჯანელი გამოვჩნდი. ერთადერთი აზერბაიჯანელი ვიყავი. იქ ხალხმა გაიგო, რომ ჩვენ აზერბაიჯანელებს დიდი გული გვაქვს, განათლებულები და წიგნიერები ვართ. ჩვენ ასევე დიდ საქმეებს ვაკეთებთ. ასევე, ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ჩვენს ერს, არამედ სხვა ერებსაც. ძალიან გამიხარდა, როცა სცენაზე გასვლისას გაიგეს, რომ აზერბაიჯანელი ვარ. მეც გამიხარდა საჩუქრები და ჯილდო. დიდ მადლობას ვუხდი "ლიდერ ქალთა საზოგადოების" წევრებს და მის მთავარ დირექტორს ქალბატონ ნათია შათირიშვილს, რომ ამ ჯილდოს ღირსად მიმაჩნია“

მინურას თქმით, ეს მისი პირველი ჯილდო არ არის. მან მიიღო ჯილდოები და მადლობის წერილები სხვადასხვა დაწესებულებიდან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ 2015 წელს დაარსდა. დაახლოებით 10 ათასი ქალია საზოგადოების წევრი. ორგანიზაციის მიზანია წარმატებული ქალების გამოვლენა და მათი პოპულარიზაცია საზოგადოების წინაშე.



Bizi Teleqramda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!
Bizi WhatsAppda izləyin! Yeni xəbərlər anında kanalda! Linkə daxil olub abunə olun!

Digər maraqlı xəbərlər "Marneuli" radiosunun Facebook səhifəsində.
Bizi "Telegram"da izləyin.
Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin! +995557994415

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები