აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 14 826 პირია დარეგისტრირებული - შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი.

მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ელექტრონულ ბაზაში 48 ადამიანი მოხვდა, ხოლო თავად ამ პირების მომართვით – 14 778.

2022 წლის 1 მარტიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა და ამოქმედდა ელექტრონული ბაზა, რომელშიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები შეიძლება მოხვდნენ.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, rs.ge-ის ვებგვერდის მეშვეობით. ხოლო მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც.

რაც შეეხება სიას, რომელიც მოიცავს მოქალაქეებს, ვისთვისაც აკრძალულია აზარტული თამაშები იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი დაკავებული ამ თამაშებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ავტომატურ რეჟიმში ბაზაში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები